saqarTvelos qedebi - ermanis qedi

 

ქედი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების პატარა ლიახვისა და ერმანისწყლის (დიდი ლიახვის სისტემა) წყალგამყოფი. სიგრძე 10 კმ. აგებულია ზედაიურული კირქვებით, მერგელებითა და მერგელიანი ფიქლრბით. ერმანის წედის კალთებზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების ნიშნები: ცირკები, ტროგები და მორენები. კალთები და თხემი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.